თვითმართველობის არჩევნებზე მალხაზ მაჩალიკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დუისში იბრძოლებს.
პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკოსობა საინტერესო არ არის და ეს მისი 4 წლიანი ბრძოლის ნაწილია.
როგორც ის ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის სახელით იყრის კენჭს არჩევნებზე და მისთვის მთავარი ქართული ოცნების დამარცხებაა.
„ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილი, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარაკება, რომ ვინმე ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვერ ერთი პირი ვერ ვნახე, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო და გადავწყვიტე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს საიდან ვიყრი კენჭს, გაერთიანებული ოპოზიცია თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ბრძოლაში ვარ, ვინც ჩემთან ერთად იბრძვის. მე ამას არც პოლიტიკოსობას დავარქმევდი, არც პოლიტიკაში წასვლას, ეს 4-წლიანი ბრძლის ნაწილია, არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში ყოფნა. ჩემი მიზანია ერთია - დამარცხდეს „ქართული ოცნება“,- აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მისივე თქმით, ის კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარებისთვის იზრუნებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press