Foto

მკვლელობა ჩხოროწყუში- გარდაცვლილია 25 წლის კაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ჩხოროწყუში ერთი კაცი მოკლა, ხოლო მისი ძმა დაჭრა დაავებულია.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ძმა  მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა“  - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.