შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ჩხოროწყუში ერთი კაცი მოკლა, ხოლო მისი ძმა დაჭრა დაავებულია.
უწყების ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ძმა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ მ. მ.-ს და მის ძმას - 1996 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ რ. კ. მომხდარიდან მალევე დააკავა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press