Foto

ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალურ შეხვედრაზე ჩინელი მეტოქე ბიან ძინი  7:15 დამარცხადა.

მერვედფინალში მან იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში  უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.

საქართველო ნაკრები 14 პარასპორტსმენისგან  შედგება და ისინი სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობენ