შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში 80 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის გოგო დაკავებულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე- რუსთავში დააკავეს.”- ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press