მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მათ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი.
„მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე და ვაიძულოთ ისინი დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს სამარცხვინო და სახიფათო რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად იქნას გასტუმრებული.
ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ესაა შეუძლებელი ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ეს შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს უნდა იყოს პასუხი საზოგადოების მხრიდან მათ ყველა უტიფარ განცხადებაზე“-განაცხადა გიგა ბოკერიამ
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press