Foto

ზაბიჰულა მუჯაჰიდი- მუსიკა აკრძალულია ავღანეთში

„თალიბანის“ პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ მუსიკა კვლავ აკრძალული იქნება და  საჯაროდ არ დაიშვება ავღანეთში-ამის შესახებ ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, რომელიც სავარაუდოდ ავღანეთის კულტურის მომავალი მინისტრი იქნება New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ისლამი კრძალავს მუსიკას. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს არა ვაიძულებთ, არამედ დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,“- აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მისი თქმთ, „თალიბანს“  სურს „დაივიწყოს ის, რაც წარსულში მოხდა“ და უარყო გავრცელებული მოსაზრებები, რომ თალიბანი უკვე  დასავლეთზე შურისძიებას გეგმავს.

მან ასევე განმარტა, შფოთვა იმის თაობაზე, რომ „თალიბანი“ აიძულებს ქალებს დარჩნენ  სახლებში ან დაიფარონ სახეები, უსაფუძვლოა.ამასთან მან დასძინა, რომ მოთხოვნა ქალებს თან ახლდნენ მამაკაცები ვრცელდება მხოლოდ სამდღიანი ან უფრო გრძელი მოგზაურობაზე  და  არა სკოლაში, ქუჩაში, უნივერსიტეტში ან საავადმყოფოში მისვლაზე.

„ჩვენი ძალები, რომლებიც ახალბედები არიან და ჯერ კარგად გაწვრთნილები არ არიან, შეიძლება ქალებს ცუდად მოექცნენ”, - აღნიშნა მუჯაჰიდმა.