Foto

ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში განთავსდება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრები განთავსდება, სადაც მოქალაქები ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურების მიღებას შეძლებენ. 

"დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ესეც გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა - ევროპაშ არის ძალიან მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. ჯამში, დაგეგმილი არის 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას  ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში ან პოლიკლინიკაში. აქ იქნება რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ აისახება პორტალზე, მოქალაქე აირჩევს კუთვნილ ვაქცინას, საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზე გაეწევა დახმარება." - განაცხადა ტიკარაძემ.