კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. საუბარი დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
„თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.
კახა კალაძის განმარტებით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა აგებულია თბილისის განვითარებისთვის საჭირო პროექტებზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ისევ რჩება დედაქალაქის გამოწვევად.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაესწრო“,- ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press