ზუგდიდში პარტია „დროას“ ოფისი დააზიანეს. პარტიის ინფორმაციით, ოფისის კარზე უხამსი წარწერებია გაკეთებული, ხოლო ვიტრინაზე გაკრული სტიკერები დაზიანებულია.
„ოფისის შემოსასვლელის კარებზე დაგვხვდა შეურაცხმყოფელი წარწერები, ასევე ფანჯრებზეც, დაზიანებულია პლაკატი, ალბათ, ცდილობდნენ ახევას და ვერ შეძლეს, არის დაკაწრული. მივეჩვიეთ უკვე ამ ყველაფერს, დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ვართ და ვიცით, რომ პოლიციაც უმოქმედოდ იქნება.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების გაკეთებული. ეს ხალხი არის წახალისებული სწორედ იმ სიძულვილის ენით, რა ენითაც ხელისუფლება გველაპარაკება“, - განაცხადა „დროას“ წევრმა, მარიამ სიჭინავამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press