არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბერის დასაწყისი კოვიდსიტუაციის მხრივ მშვიდი უნდა იყოს,
„არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას, შემდეგ უკვე გარდაცვალების სტაბილიზაცია მოჰყვება. ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა, მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press