Foto

უკრაინის პრეზიდენტი „თეთრ სახლში“ აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესნკი ოთხშაბათს  შეერთებულ შტატებს ეწვევა.- ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს

სააგენტოს ცნობი, ზელენსკი  „თეთრ სახლში” პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება.  შეხვედრა დაგეგმილ თარიღზე ორი დღით გვიან ჩატარდება,  რადგან აშშ-ში მძიმე  ქარიშახლს ებრძვიან.

"ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ლიდერები  განიხილავენ ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხებს,  ასევე  პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას კორუფციის დაძლევისა და  იმ მნიშვნელოვანი რეფორმებს,რომელიც უკრაინამ გაატრა ბოლო წლების განმავლობაში.