გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალის" პრეზენტაცია გამართა.
"„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში.
„მესამე ძალა“ არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით."- განაცხადა "სტრატეგია აღმაშეენებლის" ლიდერმა.
სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად, პოლიტიკურ პლატფორმას უერთდება ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძე.
ვაშაძის თქმით, მან მხოლოდ თბილისის წარმომადგენლები წარადგინა, პერიოდულად კი წარადგენს “მესამე ძალის” რეგიონების წარმოამდგენლებსაც.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press