Foto

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვტილებები მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.