მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ,ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში უკვე არსებობს, ბავშვების ვაქცინაციის პრაქტიკა.
„მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.
სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა - თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით“, - განაცხადა გამყრელიძემ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press