Foto

ამირან გამყრელიძე- კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%

კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%. ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება ძალიან სწრაფად საყოველთაო იმუნიზაცია, რაც დაახლოებით, წელიწადნახევარში იქნება-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,

მისი თქმით, დეკემბერში შესაძლოა შემცირდეს ვირუსის შემთხვევათა მჩვენებელი, ესეც იმ შემთხვევაში თუ აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 60%, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით, 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს და მთავარ ბუსტერებს და კიდევ სხვა მოთხოვნებსაც შევასრულებთ, როგორიცაა რეგულარული ტესტირება, კოვიდდადასტურებულების დროული იზოლაცია.

“ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარებზე. იმავე დროს ვითვალისწინებთ, სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტების პროგნოზირების მაჩვენებლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ დაახლოებით ამ შეზღუდვებით, რაც ქვეყანაშია, გამოვიყენებთ პირბადეს, აცრების სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, მაშინ დეკემბრისთვის პროგნოზი არის, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა, დაახლოებით, ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში - ოღონდ იმ პირობებით, რომ ავიცრებით მოზრდილი მოსახლეობის 60%, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით, 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს და მთავარ ბუსტერებს და კიდევ სხვა მოთხოვნებსაც შევასრულებს, როგორიცაა რეგულარული ტესტირება, კოვიდდადასტურებულების დროული იზოლაცია.

დღეს საბჭოზე განვიხილეთ საკითხი, რომ მეტად სწრაფად მიეცეთ ადამიანებს იზოლირების საშუალება, რადგან ჯაჭვის გაწყვეტის მთავარი საშუალება ინფიცირებულის სწრაფი იზოლირებაა, რომ მან სხვებს არ გადასდოს. ჩვენ კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს გვინდა თუ არა ეს. კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%. ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება ძალიან სწრაფად საყოველთაო იმუნიზაცია, რაც დაახლოებით, წელიწადნახევარში იქნება. ასევე, მაქვს იმედი, რომ ამ წლის ბოლის, მომავალი წილის დასაწყისში გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი.

ვიცი, დღეს ბევრი გამაკრიტიკებს, რატომ დავუჭირე მხარი ტრანსპორტთან მიმართებაში რეგულაციას, მაგრამ მოვითმინოთ კიდევ სამი კვირა, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ბუსტერი დიდ ქალაქებში ინფექციის გავრცელების, რისკ-ფაქტორი სწორედ მობილობაა“, - განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.