დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პიკი უკვე გადავიარეთ და პიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო.
"ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის ფონზე, ასევე, უფრო ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. ოღონდ, ჯერჯერობით, მაღალ ნიშნულზე შემთხვევათა რაოდენობის.
დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში პირველად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა და კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ქვემოთკენ ჩამოსწია. გადაიარა პიკი და ფერდი ქვემოთკენ მოდის. ანუ, შეიმჩნევა ძალიან მცირე, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები ყველა პარამეტრით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რჩება მაღალი და იცით, რომ ეს ყოველთვის პიკის გადავლიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს თანდათან შემცირებას." - განაცხადა გამყრელიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press