სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
მეცნიერები თავიანთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი.
კვლევის თანახმად, C.1.2 ვირუსის C.1 ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური იყო.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან და ანტისხეულებისგან თავის არიდების გაზრდილ უნართან.
„ამჟამად ვაფასებთ ამ ვარიანტის ზეგავლენას ანტისხეულების განეიტრალებაზე როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ პირებში,“ - აცხადებენ მეცნიერები.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press