Foto

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერების განცხადებით,მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

მეცნიერები თავიანთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი.

კვლევის თანახმად, C.1.2 ვირუსის C.1 ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური იყო.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან და ანტისხეულებისგან თავის არიდების გაზრდილ უნართან.

„ამჟამად ვაფასებთ ამ ვარიანტის ზეგავლენას ანტისხეულების განეიტრალებაზე როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ პირებში,“ - აცხადებენ მეცნიერები.