პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა სამშაბათს უნდა გადაწყვიტოს, აღასრულებს თუ არა „ევროკავშირის“ მთავარ სასამართლო კანონებს.- ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს .
გადაწყვეტილების კატალიზატორი იყო „ევროკავშირისა“ და პოლონეთის დავა, სასამართლო სისტემის ცვლილებების გამო. ბრიუსელი აღშფოთებულია პოლონეთის მიერ საერთო სასამართლო კანონების არ აღიარებით, ვარშავა კი ბრიუსელს ადანაშაულებს მის შიდა საქმეებში დაუსაბუთებელ ჩარევაში.
ევროპული კანონების უპირატესობა ეროვნულთან შედარებით არის „ევროკავშირში“ ინტეგრაციის მთავარი პრინციპი.
პოლონეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრმა მათეუს მორავიცკის გადაწყვეტილებები, ხელს უშლის პოლონეთის ევროპულ მომავალს.
”თუკი პოლონეთი შეწყვეტს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას, ევროკავშირის მთელი სისტემა დაიშლება”, - განუცხადა “Reuters” -ს ევროკავშირის წარმომადგენელმა.
პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ „ევროკავშირის“ ხელშეკრულებები ბრიუსელს არ აძლევს უფლებას ჩაერიოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემაში და რომ პოლონეთს უსამართლოდ ექცევიან.
”კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი ჩვენს ქვეყანაში,სხვაგვარად რომ რომ იყოს , ეს იმას ნიშანი იქნება, რომ ჩვენ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“- თქვა მინისტრმა მიხალ ვოიჯიკმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press