Foto

თურქეთის პრეზიდენტი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ლიდერს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დე -ფაქტო მმართველს, აბუ -დაბის მეფისნაცვალ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს- ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტ  ერდოღანის პრესსამსახური ავრცელებს  

მათი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ახალი ნიშანია.

"მოლაპარაკებებში განვიხილეთ  ქვეყნებს შორის ურთიერთობა და რეგიონალური საკითხები", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ორი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საემიროების მაღალჩინოსანთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწია პროგრესს ურთიერთობების გაუმჯობესებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაბთა გაერთიანებული საემიროების მნიშვნელოვანი ინვესტიცია თურქეთში.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „WAM“– მა თქვა, რომ ორივე ლიდერმა განიხილა  ორ ერს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.