ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ 50-მდე მეხანძრე-მაშველი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სოფელ ქვაბისხევში 31 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა კერებთან სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობით ქრობა. სიტუაციის შეფასების შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც დღის განმავლობაში კერებზე წყალი 18-ჯერ დაასხა.
ადგილზე მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press