იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ორი დოზით აცრილი პირები შეღავათებით ისარგებლებენ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრულად ვაქცინირებულები სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.
ორივე დოზით აცრილი პირები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კოვიდვაქცინის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა, ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება
სერვისებით სარგებლობა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press