ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. მან ევროპარლამენტარებს შეახსენა, თუ როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ.
"ჩვენს მოსახლეობას რომ ავუხსნათ - მტავრობამ სესხი აიღო 150 მლნ ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მლნ-ის სესხიდან ნახევარი ჩამორიცხულ იქნა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილი, მიბმული იქნა სასამართლო რეფორმაზე.
მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა - მთლიანად გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევებით დასტურდება ეს.",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press