უკვე ერთ კვირაზე მეტია, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატის უტარ -პრადეშის ზოგიერთ რაიონში ამოუცნობი დაავადების შედეგად ადამიანები იღუპენიან-ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათი თქმით,სულ მცირე 50 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპნენ სიცხისგან, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან არცერთს არ დაუდასტურებია კორონავირუსი.
ბევრი მათგანი უჩიოდა სახსრებისა და თავის ტკივილს, გაუწყლოებას და გულისრევას. ზოგიერთ შემთხვევაში, გამონაყარს ხელისა და ფეხის არეში.
ექიმების აზრით, რაიონში - აგრაში, მათურაში, მაინპურიში, ეტაში, კასგანჯსა და ფიროზაბადში სავარაუდოდ პაციენტების დაღუპვის მიზეზი დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.
მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press