ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა.
გოგონა მკურნალობას კლინიკა „მედცენტრში“ გადიოდა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
„უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. პირველ სექტემბერს, 09.40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press