პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება.
ვაშაძის თქმით, თამარ კეკენაძე, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, მუშაობის საკმაოდ ფართო გამოცდილება აქვს.
„თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის მხრიდან“ არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატო-ს შორის თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე ნატო-ში საქართველოს მისიაში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის. მთელი მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოსკენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ და იმ უამრავი პრობლემის დამარცხებისკენ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და მადლობა მას, რომ ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში პირადად შედის“, - განაცხადა ვაშაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press