Foto

პრეზიდენტი-ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს ქვეყნის შიდა და გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას

ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას-ამის სესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბისვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

„აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.