საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მართველ პარტიას შეცდომები დაუშვია, თუმცა ისინი გააზრებული და გამოსწორებული აქვთ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ გამოწვევად და საფრთხედ რჩება და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
„ჩაგვრის, რეპრესიების, პირდაპირ ხალხის ტერორის და ტერიტორიებს დაკარგვის არაერთი მაგალითი გვახსოვს. ამის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაც გამორიცხულია, რადგან ამას ჩვენ და ქართველი ხალხი არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები. 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
ხალხთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გაგვაჩნია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უშეცდომო ვართ. შეცდომები გვქონია, გვაქვს და გვექნება მომავალშიც, მაგრამ შეცდომასა და გააზრებულ მძიმე დანაშაულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ შეცდომები გააზრებული და გამოსწორებული გვაქვს და წინ მივდივართ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ხელწერა ჩვენსა და მათ შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press