საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს, რადგან სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის.
„შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი მაშინ მეც, მთელი მთავრობა ვმართავდით ამ პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი. ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია დავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი.
ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვუტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა „სინოფარმი“ „სინოვაკი“ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა მიიღოს. აუცილებელია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჩვენი ყველას დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს არის შეუძლებელი, ჩვენ ვთქვით, რომ ლოკალური ცალკეული შეზღუდვები შეიძლება დავაწესოთ და დავაწესეთ კიდევაც.
სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა, მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან ასე არის, მათ ვინც გახსნეს ეკონომიკა ეს გზა გამოიარეს. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება, იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა და ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამით ვამაყობ, ასევე ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ის რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. კიდევ ერთს გეტყვით, ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორე მხრივ, მისი მართვა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად, რომ არცერთი მოქალაქე ზრუნვის და მკურნალობის გარეშე არ დარჩეს, ამას დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ახერხებს, ექიმების გმირობაზე დგას მთელი ეს პროცესი. ვაქცინები, რომ არ იყოს ქვეყანაში კრიტიკა სამართლიანი და ლეგიტიმური იქნებოდა, დღეს როცა ვაქცინები გვაქვს შემოტანილი, იმაზე მეტი ვიდრე არის საჭირო ამ ეტაპისთვის, საერთოდ რაზე არის საუბარი. მანამდე ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას, მათ შორის, გახარიას დროს, რომ გახსენით ქვეყანა და ეკონომიკა, დაიწყო მთელი კამპანია, აქციებიც იყო, დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა და შემოვიტანეთ ვაქცინები, რამაც შედეგი არ დააყოვნა“, - განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press