დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულებს "ფაიზერით" აცრისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალი, „დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიულია.
„შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გართულებისა და გარდაცვალების შესაძლებლობას. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press