სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში-ინფორმაციას "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს .
მისი თქმით, სიის წევრებმა დაურეკეს და სთხოვეს რომ სიიაში აღარ ყოფილივნენ, რადგან არ სურდათ რამე პრობლემა შექმნოდათ სამსახურში ან ზოგადად.
"სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში
რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე
გასაგები რომ იყოს:
პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალცალკე. სიის არ არსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას + იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა + იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით
არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ აშკარად ძალიან შეშინებული არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia არ გიშველით, მაინც გაგაუქმებთ"-წერს ჯაფარიძე
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press