Foto

სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სექტემბერსა და ოქტომბერში იმუნიზაციის პროცესი ძალიან უნდა გააქტიურდეს. ამირან გამყრელიძემ, სასაწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, რომ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სწავლა აუდიტორიებში განახლდეს. 

"სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა. გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.