ჩინეთის კომუნისტური მთავრობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობს, ამჯერად, ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის ბრძანებით, ცნობილ ადამიანებს, მუსიკოსებსა და კინოვარსკვლავებს "არასწორი პოლიტიკური აზრის" გამოხატვა აეკრძალათ.
ეროვნული რადიო და სატელევიზიო ადმინისტრაციის ცნობით, სატელევიზიო არხებს, გამოცემებს, რადიო სადგურებს, ინტერნეტ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებს დაევალათ მასალის მკაცრი კონტროლი.
თუკი გაშუქებული პროგრამის, მსახიობის ან მოწვეული სტუმრის მორალური ღირებულებები და პოლიტიკური შეხედულებები წინააღმდეგობაშია კომუნისტური პარტიის ხედვებთან, სამაუწყებლო კომპანია დაისჯება.
მმართველი პარტიის განმარტებით, რეგულაციების მიზანია პატრიოტული გარემოს შექმნა და ქვეყნის ეროვნული ერთობის გაძლიერება.
კანონმდებლების თქმით, ის, ვისაც არასწორი პოლიტიკური პოზიცია აქვს და ემიჯნება კომუნისტურ პარტიას, მედიისა და საზოგადოების მიერ განდევნილი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა "ვულგარული" შინაარსის მასალების გამოქვეყნება და "ქალური" სტილის მქონე კაცების ფოტო თუ ვიდეო მასალის გაშუქება. ეს უკანასკნელი რეგულაცია პოპ მუსიკის შემსრულებლების წინააღმდეგაა მიმართული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press