ორი წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, მარია კოულესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, ბელარუსის სასამართლომ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის დამნაშავედ სცნო.
პროტესტის ორგანიზატორი მარია კოულესნიკოვა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ადვოკატ მაქსიმ ზნაკი 10 წლით.
კოლესნიკოვამ და ზნაკმა უარყვეს მათ მიმართ წაყენებული ბრალდება და სასამართლო პროცესი შეაფასეს როგორც ცრუ და მოჩვენებითი. მათი ადვოკატების თქმით, ისინი გაასაჩივრებენ განაჩენს.
კოლესნიკოვა უკვე 11 თვეზე მეტია გისოსებს მიღმაა.
ეს სასამართლო პროცესი დახურული იყო საზოგადოებისთვის, ბრალდებულთა ადვოკატებს ეკრძალებოდათ საქმის ნებისმიერი დეტალის გამჟღავნება.
მაქსიმ ზნაკმა BBC– ს განუცხადა, რომ პროცესის დახურულ კარს მიღმა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ჩატარდა.
„მხოლოდ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სასამართლო ფარულად მიმდინარეობდა, ისაა,რომ ბრალდება არ არსებობს.“-განაცხადა ზნაკმა.
თვეების განმავლობაში ბელორუსი ხალხი აპროტესტებდა 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შედეგებს. რომელსაც ევროკავშირი, აშშ და გაერთიანებული სამეფო გმობს და არ აღიარებს.
პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანებით, ათიათასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს და ბევრი სასტიკად სცემეს. დაახლოებით 650 დაკავებული პოლიტპატიმრად ითვლება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press