დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა მინისტრმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press