ევროკავშირი დღეს მინსკში გამართულ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას და მაქსიმ ზნაკს, 11 და 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბელარუსში ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ქალბატონი კოლესნიკოვასა და ბატონი ზნაკის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ,“- აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც სტანოსმა აღნიშნა, ევროკავშირი კვლავ ცდილობს ლუკაშენკოს მთავრობას ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
"ევროკავშირი გმობს მინსკის რეჟიმის მიერ ბელარუსი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეშ უპატივცემულობას. ის გააგრძელებს ძალისხმევას იმის ხელშესაწყობად, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სასტიკი რეპრესიების განხორციელებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ", - ნათქვამია განცხადებაში.
.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press