პოლიციამ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავა, რომელთაგან 18 ნარკორეალიზატორია. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო გასაღება და ჯგუფურად გასაღების მცდელობა. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
შსს-ს ინფორმაციით, კიდევ 3 პირი სოციალურ ქსელში ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. დაკავებულთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press