13 სექტემბრიდან საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება, რომლის ბიუჯეტიც 2.8 მილიონი ლარია და მასში მონაწილეობას ყველა ის პირი მიიღებს, ვინც თუნდაც ერთჯერადად მაინც არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ლატარია გათამაშდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად წლის ბოლომდე. წლის ბოლოს კი ფინალური გათამაშება შედგება.
“ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.
იქნება სხვადასხვა საპრიზო თანხები დაწყებული 100 ლარიდან, დამთავრებული 500 ლარით ყოველდღიურად, ყოველკვირეულად კი გათამაშდება 1000 – 1500, 5 000 და 10 000 ლარი. ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. გათამაშება შედგება ყოველდღიურად. როგორც აღვნიშნე ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამოვლინდება გამარჯვებულად და შესაბამისად შეატყობინებს ამ ადამიანს და გადასცემს შესაბამის პრიზს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ერთჯერადადაც არის აცრილი მიიღებს მონაწილეობას ლატარიაში” – განაცხადეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press