დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში სერვერებზე სერიოზული შეფერხებები იყო, რომელთანაც კავშირი აქვს ვაქცინაციის პორტალს, რის გამოც გუშინდელი ყველა შედეგი არ არის ატვირთული. მისი თქმით, დღეს 7 სექტემბრის მონაცემებით გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 965 შემთხვევა არ არის რეალური მაჩვენებელი.
"დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა არ არის რეალური ციფრი. რამდენადაც დღეს ჩვენი პროგნოზით ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში 700, 800, 900 შემთხვევით გვაქვს კლება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს პროგნოზირება მთელი თვის განმავლობაში. წინა კვირაში გვქონდა 4 700-ის ფარგლებში, დღეს ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო 3 500-3 700-ის ფარგლებში. არის 1 965 შემთხვევა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის, COVID-ის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო გუშინდელი ყველა შედეგი პორტალზე არ არის ატვირთული. ეს შედეგები, ალბათ, დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა". – თქვა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press