როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ,დეპუტატმა თინა ბოკუჩავა, "ქართული ოცნების " ლიდერს, ირაკლი კობახიძეს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, კობახიძის საგარეო კურის არ არის დასავლეთისკენ.
„როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემდგარ დოკუმენტზე გასვლის მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, ნატო-სკენ, დასავლეთისკენ, არამედ არის რუსეთისკენ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press