ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში-ამის შესახება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან მისი თქმით,სხდომები განახლდება, არჩევნების შემდეგ და მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან ამ კანონპროექტის განხილვას.
„ჩვენ ვართ მთლიანად გადართული საარჩევნო რეჟიმზე, დღესაც კი ძალიან გაგვიჭირდა დეპუტატების შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარები არიან რეგიონებში, არამაჟორიტარები არიან შესაბამის საარჩევნო ოლქებში, მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს იმ რეგულაციით სარგებლობა, რომელიც არის განსაზღვრული რეგლამენტში და რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები, როგორც წესი, არ ტარდება. სხდომები განახლდება, ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ მეორე მოსმენით მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არჩევნებისთვის, ოპოზიცია ცოტა პასიურობს და სჯობს, უფრო მეტად გააქტიურდეთ რომ შემდეგ სხვა რაღაცებს არ დააბრალოთ თქვენი მორიგი მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,“- განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press