ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცრებულებს უსწრებს. ასევე შემცირებულია ლეტალობის მაჩვენებელი და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი.
"დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს აქტიური შემთხვევების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტები ჯერჯერობით ინტენსიურად გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში. დღესდღეობით რეანიმაციულ საწოლზე გვყავს 380 ადამიანი, 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყანაში და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს, გვიცავს მნიშვნელოვანი გართულებებისგან, ლეტალობისგან და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მეტად უფრო აქტიური ჩართვა მოხდეს", - განაცხადა მინისტრმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press