"უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან."- განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით დღევანდელი მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„ჩემი ნომერ პირველი რეკომენდაცია არის აცრებში აქტიური მონაწილეობა, დღეს უნდა ავიდეთ დაახლოებით 30-35 ათას აცრაზე. ისევ დაიწია აცრების რაოდენობამ, 22-23 ათასზე ჩამოვიდა და ეს ძალიან ცუდია. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არის ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, მთავარი გზავნილი. უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან, აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს.
აღნიშნული ციფრები პირადად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტს, არავითარი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს იმიტომ, რომ ეს ციფრები არ არის დასრულებული. ჯერ არ დასრულებულა აგარაკის სეზონი და ადამიანების იმ რაოდენობას არ აქვს ტესტირება ჩატარებული, რომელიც რეალურ სურათს მოგვცემს. გარდაცვალების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ არც ეს არის კარგი მონაცემი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს მონაცემი 20-25 ერთეულს არ აცდეს“,-განაცხადა ტაბიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press