საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს.
ოფიციალური ვიზიტით ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.
ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ხვალ, 9 სექტემბერს დასრულდება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press