რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსში მყოფმა ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press