Foto

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია პატრიარქს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“, - იუწყება საპატრიარქო.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“, - განაცხადა პატრიარქმა.

კონტესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.