საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“, - იუწყება საპატრიარქო.
შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“, - განაცხადა პატრიარქმა.
კონტესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press