ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული.
"ავტობუსებში ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს, არ უნდა გადაიჭედოს მეტრო, ჯობს იყოს რიგები, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ გაკეთებისკენ. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს კი არ დავაჯარომოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო პირბადე და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ წესებს, რისკი ნაკლებია."-განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press