პარტია "გირჩის" წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ".
ხვიჩიას განცხადებით, ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ოპოზიციის პირობებში, რთულია ამომრჩეველს აუხსნა რატომ უნდა მივიდეს არჩევნებზე და რა შეიცვლება მისთვის.
"ყველა ოპოზიციური პარტია იმას ამბობს, რა შეიცვლება მათთვის, მაგრამ პრობლემაა იმის თქმა, ადამიანებისთვის რა შეიცვლება! ჩვენ მართლა ვცდილობთ ჩვენი სათქმელი შევაკოწიწოთ და ადამიანებისთვის გასაგები იყოს ჩვენი ნათქვამი არჩევნებზე მოსასვლელად. "ტესლასაც" ამიტომ ვათამაშებთ - ადამიანებს ვეუბნებით, ხალხო ამ არჩევნებზე არაფერი რომ არ მოხდეს, “ტესლას” ან “პორშეს” მოგების შანსი მაინც გექნებათ. ასევე ვეუბნებით: - გინდათ, ასეთი პრორუსული კურსით მოიგოს ხელისუფლებამ?! ხელისუფლებამ არჩევნები ანტიდასავლური გზავნილებით არ უნდა მოიგოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press